ქურთისტანის მუშათა პარტიასა და თურქ სამხედროებს შორის შეტაკებები გრძელდება
თურქეთში სამხედრო მოსამსახურეებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის საბრძოლო შეტაკებები გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შაბათს, საბრძოლო ქმედებების შედეგად ციზრეში 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დიარბაქირში შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით დაარბიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ციზრეში კომენდანტის საათი თვეზე მეტია რაც მოქმედებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთში ვითარება ივლისის შემდეგ დაიძაბა, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიასა და ხელისუფლებას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაირღვა.