ესპანური პრესის ვერსიით ლათინო-ამერიკელი მომღერალი რიანა "ლივერპულის" აქციების შეძენით დაინტერესდა.
ჟურნალისტების მტკიცებით, რიანა, რომელიც ფეხბურთის აქტიური ქომაგი აღმოჩნდა, დიდიე დროგბასთან მეგობრობს და სწორედ კოტდივუარელმა ვარსკვლავმა ურჩია მას ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში ფულის დაბანდება.
რიანას არჩევანი კი "ლივერპულზე" შეჩერდა.
ჯერჯერობით, ოფიციალურად არც რიანას და არც "ლივერპულს" განცხადება არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რიანა აქტიურად ქომაგობდა ფეხბურთელებს და საკუთარ ინსტაგრამზე ფოტორეპორტაჟები მიჰყავდა სტადიონებიდან.