ირანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს აპროტესტებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო დაუწესა.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სანქციებს სამართლებრივი და მორალური ლეგიტიმურობა არ გააჩნია.
გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს აკრძალვის მიუხედავად ირანმა ბალისტიკური რაკეტა ოქტომბერში გამოსცადა.