"გურია ნიუსის" ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კობა ცერცვაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ცერცვაძეს. ამ პოსტზე უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა.