NBA-ს დამხმარე მწვრთნელი, ჯონი ბახი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას NBA ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში სიმსივნეს და სხვა დაავადებებს ებრძოდა.
THE BULLS-ის კალათბურთის ასოციაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის მსოფლიო კალათბურთის ნამდვილი საგანძური იყო.
"ჯონი ბახი კლასიკური „ძველი სკოლის“ მწვრთნელი იყო, ვინც თამაშის სიყვარულის გამო ყოველდღე ენერგიითა და ენთუზიაზმით მუშაობდა,"_განაცხადა ჯონ პაქსონმა.