"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში ვადამდელი არჩევნები 2016 წლის მაისში ჩატარდება. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, კანონის მიხედვით არჩევნები ჩატარდება გაზაფხულზე.
"თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, მაშინ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნები იმართება უახლოეს მაისში ან ოქტომბერში, ამ შემთხვევაში მაისში."
ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელია, რაც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა მგელაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ვადამდელი არჩევნები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში გაიმართოს. როგორც ცნობილია, დაბა ნასაკირალის დეპუტატს შოთა ართმელაძეს სამართალდამცავები ქრთამის აღებას ედავებიან.
"ცესკოში უნდა შემოვიდეს საკრებულოს დადგენილება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია. შესაბამისად ეს ადამიანი ითვლება საკრებულოს წევრად."– თქვა ჩვენთან საუბრის დროს ანა მიქელაძემ.