რეჟისორმა სპაიკლ ლიმ და მსახიობმა ჯადა პინკეტმა "ოსკარის" 88-ე დაჯილდოების ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მათ ცალკ-ცალკე შეტყობინებები გამოაქვეყნეს, სადაც ამბობენ, რომ 28 თებერვალს გასამართ "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წლევანდელ "ოსკარს" კანდიდატების მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ.
როგორც ცნობილია, წელს უკვე მეორედ ოსკარის ნომინანტების სიაში აფროამერიკელი მსახიობები ვერ მოხვდნენ, რამაც ჰოლივუდის მსახიობების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
"ჰოლივუდში აკადემიის ჯილდოს მოსაპოვებლად მსახიობები კანის ფერის მიხედვით არ იბრძვიან, მაგრამ ჰოლივუდის აღმასრულებელი ოფისების სატელევიზიო სტუდიებსა და საკაბელო არხებში რასიზმს ისევ ებრძვიან,"_აღნიშნა მიმართვაში ლიიმ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოსკარის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალს აფროამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, კრის როკი გახსნის, რომელსაც ჯერ-ჯერობით დაპირისპიებაში მონაწილეობა არ მიუღია.