"სოთბის" სახლი ნიკო ფიროსმანის "შველს", პერგამენტზე შესრულებულ ძველ ქართულ დამწერლობა "ნუსხურს" და მოოქროვილ ორნამენტებს, როგორც რუსული ხელოვნების ნიმუშებს ისე ყიდის.
როგორც ცნობილია, ფიროსმანის ნახატის ღირებულება 464.070- 773.450 ამერიკულ დოლარს შორის მერყეობს.
კალატლოგის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ 1912 წელს, ილია და კირილე ზდანევიჩებმა თბილისის ტავერნას სარდაფში უცნობი ფერმწერი ნიკო ფიროსმანაშვილი პირველად ნახეს.
"რუსეთისთვის თვითნასწავლი მხატვრები შორეულ წარსულთან დამაკავშირებელი ხიდი და მისი გამომხატველი ძალაა. ფიროსმანის გამოსახულება აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში გავრცელებულ კულტურას ზუსტად შეესაბემება.
მიუხედავად იმისა, რომ ის ღატაკი გარდაიცვალა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ფიროსმანის შემოქმედებას, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის კულტურულ ისტორიაში პრესტიჟული ადგილი უკავია.
როგორც ცნობილია, სწორედ ტავერნას სარდაფში აღმოაჩინეს ნამუშევარი, რომელიც მსახიობმა თამარ ციციშვილმა შეიძინა. თამარი იდეალური ქართველი ქალის სილამაზეს განასახიერებს.
ფიროსმანის ცხოველების პორტრეტები ყველაზე პოპულარულია მხატვრის ნაწარმოებებს შორის.
რაც შეეხება შუა საუკუნეების პერგამენტზე შესრულებულ დამწერლობას, რომელიც მეთერთმეტე საუკუნითაა დათარიღებული, მისი ღირებულება 4 655 დოარიდან 7 759 დოლარამდე მერყეობს.
როგორც ცნობილია, ხელნაწერების ნაწილი თბილისისისა და ქუთაისში, სანკ-პეტერბურგის და მოსკოვის, იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოში, წმინდა ეკატერინეს სინას მთაზე და ერევანში ინახება", _ აღნიშნულია კატალოგში.