„ისლამური სახელმწიფო“ თავისი მებრძოლებისთვის ანაზღაურების ორჯერ შემცირებას გეგმავს. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ბრიტანეთში არსებულმა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიული ცენტრმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფების რიგებში ახალი ღონისძიების გატარების ოფიციალურ განცხადებას წარმოადგენს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფების „განსაკუთრებულ გარემოებებში“ ყოფნის გამო ეს ნაბიჯი აუცილებლობას წარმოადგენს და შემცირება ყველას შეეხება.
ფინანსირების შემცირება, ISIS -ის კონტროლირებად ნავთობ ობიექტებზე განხორციელებულ ავია დარტყმებს უნდა უკავშირდებოდეს – აღნიშნავს „ბი-ბი-სის“ კორესპოდენტი.
წლის დასაწყისიდან ამ მომენტამდე, აშშ-მ მოკავშირეებთან ერთად სირიასა და ერაყში 270 სამიზნეს მიაყენა დარტყმა. თავის მხრივ რუსეთის გენშტაბის მონაცემებით, რუსულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის 1,1 ათასამდე ობიექტი დაბომბა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved