გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩოხატაურში უსახლკაროთა თავშესაფარი აშენდება.
სალუქვაძის თქმით, პროექტის დაფინანსებაზე მზადყოფნა იაპონიის საელჩომ გამოთქვა: "იაპონიის საელჩომ მზადყოფნა გამოთქვა უსახლკაროთა თავშესაფრის დაფინანსებაზე, რომელიც სავადმყოფოს ძველ შენობაში უნდა განთავსდეს. პროექტი მზადაა და დიდი ალბათობით, სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სალუქვაძემ.