პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში ბაჩა ხანის უნივერსიტეტზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით,თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 20-მდე აღწევს, ასევე არიან დაშავებულები.
მაუწყებლის ცნობით, თავდამსხმელები უნივერსიტეტში ადგილობრივი დროით 9 საათსა და 30 წუთზე შეიჭრნენ, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სასწავლებელი ალყაში მოაქციეს და ევაკუაცია დაიწყეს.
როგორც ცნობილია, ჩარსადა ქალაქ პეშავარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს,სადაც 2014 წელს თალიბებმა სკოლაში 130-ზე მეტი მოსწავლე იმსხვერპლეს.