დღეიდან ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.
"ჭიათურის სამთო გამადიდრებელი კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და არსებული სხვა და სხვა შეღავათები", _ აცხადებენ კომპანიაში.
"ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად", _ განაცხადა "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორმა ველველ ლოზინსკიმ.
კომპანიიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით, სხვა და სხვა ქვეყნებში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა დაიხურა.
" მანგანუმის შენადნობები: ფერომანგანუმი, ფეროსილიკომანგანუმი და სილიკომანგანუმი ფოლადის გადამუშავებაში და წარმოებაში აუცილებელი კომპონენტია. მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილმა ღრმა კრიზისულმა სიტუაციამ მანგანუმის პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირება და უპრეცედენტოდ დაბალი ფასი გამოიწვია", _ აღნიშნავენ "ჯორჯიან მანგანეზში".