BBC-ის ცნობით, დევიდ ოიელოვო და დონ ჩიდლი იმ მზარდი რაოდენობის ვარსკვლავებს შეუერთდნენ, რომლებიც OSCAR-ზე მრავალფეროვნების ნაკლებობაზე საუბრობენ.
როგორც ცნობილია, ჰოლივუდის მსახიობების ნაწილის აღშფოთება, წლევანდელი OSCAR-ის ნომინანტთა სიაში აფროამერიკელი მსახიობების არ მოხვედრითაა განპირობებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა მსახიობებმა FACEBOOK-ზე ვრცელი მესიჯი გამოაქვეყნეს.
თუმცა, როგორც ჯონ სინგლეტონმა აღნიშნა, ის იმედგაცრუებული არ არის.
"ხალხი უკმაყოფილოა, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ბევრი ნომინაცია გვაქვს. მე 25 წლის განმავლობაში ვიყავი ამ თამაშში ჩართული. თქვენ არ იცით, რომ იღბალია როცა ყურადღებას გაქცევენ. არ გამკვირვებია და სხვებივით იმედგაცრუებულიც არ ვარ,"_ განაცხადა სინგლეტონმა.
როგორც ცნობილია, ჯონ სინგლეტონი პირველი აფროამერიკელია, რომელიც 1992 წელს Boyz n the Hood-ის საუკეთესო რეჟისურისთვის OSCAR-ის ნომინანტი გახდა.