BBC-ის ცნობით, ნოემბერში მომხდარ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი 2 პიროვნება ერაყის მოქალაქეები არიან.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ინფორმაციას BBC ჟურნალ DABIQ-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ავრცელებს, სადაც ისლამურმა სახელმწიფომ ისინი ერაყის მოქალაქეებად დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით,საფრანგეთის პოლიციამ ცხრა დამნაშავის ვინაობის დადგენა შეძლო, ხოლო ორს დღემდე ეძებენ.
სამართალდამცველები ვარაუდობენ,რომ ისინი ევროპაში ყალბი პასპორტებით გადაადგილდებიან.
როგორც ცნობილია, პარიზის ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა.