ავსტრალიის ზოოპარკში ვეფხვი მომვლელს თავს დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა სტივ ირვენის სახელობის ზოოპარკში მოხდა.
ზოოპარკის მეპატრონის, ტერი ირვენის თქმით, ცხელი დღის გამო ვეფხვი შეწუხებული იყო და თავდასხმაც ამიტომ მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლის თქმით, მომვლელს ორი ღრმა ჭრილობა და ასევე ნაკაწრები აეღნიშნება.
როგორც ცნობილია, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზოოპარკის ინფორმაციით, ვეფხვის მომვლელი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და სამუშაოს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.