საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთი-ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტში, სტაჟიორებთან შეხვედრისას იხუმრა.
გუშინ, ლევან ბერძენიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა და ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია.
"მომავალში დავიმახსოვრებ: 20 იანვარს არც სტაჟიორებს შევხვდები და არც ჟურნალისტებს. გუშინ "გავიგე", რომ "სექსისტი" ვყოფილვარ, ახლა "გავარკვიე", რომ NDI-სთან კონკურენციაში შევსულვარ და საპარლამენტო არჩევნების ფანტასტიკური პროგნოზი გამიკეთებია — ყველა მაჟორიტარად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები "გამიყვანია".
1) რადგან ჩემი სერიოზული ნათქვამი და ხუმრობა აშკარად ერევათ ერთმანეთში, რაც, ალბათ ჩემი ბრალი უფროა, ვიდრე სხვისი და
2) რადგან კომუნიკაციის პრობლემა მქონია,
პირდაპირ, ჟურნალისტების დახმარების გარეშე სრული სერიოზულობით ვაცხადებ:
მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები; ვის რამდენი გამარჯვებული ეყოლება, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი", _ წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.