https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უფუნქციო თვითმმართველობა

3:04; 6.04.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2010 წლის ზაფხულში, ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე “ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში _ თანამედროვე გამოწვევები”, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ახლა უკვე “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, რომ ადგილობრივი საკითხები ადგილზე უნდა წყდებოდეს:

“ჩვენი პოლიტიკური მიდგომა ის არის, რომ ყველა ადგილობრივი საკითხი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში უნდა წყდებოდეს და მათ მოგვარებაში ცენტრალური ხელისუფლება მინიმალურად უნდა ერეოდეს. სწორედ ამაზე საუბრობდა ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი, როდესაც ამბობდა: “ყველაზე მთავარი პრინციპია, რომ თუკი მთავრობას ძალაუფლება უპყრია ხელთ, ჯობს ეს ძალაუფლება ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდეს, ვიდრე _ შტატს, ჯობს შტატისას _ ვიდრე ვაშინგტონსო”. მთავარი პრინციპი აქ არის ძალაუფლების სუბსიდიარობა, ხელისუფლების ტერიტორიული განაწილება იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, ერთი მხრივ, ხელისუფლების ეფექტიანობა და, მეორე მხრივ, ლეგიტიმური ადგილობრივი ინტერესების დაცვა. სწორედ ეს მსოფლმხედველობა აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ღერძი და მოდელი. ეს არის თვითმმართველი ერთეულის უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. ამ სამი პრინციპის გარეშე შეუძლებელია იყოს ძლიერი თვითმმართველობა… კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა და უფლება, რომ ადგილზე მოაგვაროს არსებული პრობლემები და თავად უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, გავამსხვილეთ მუნიციპალიტეტები, რასაც, ბუნებრივია, თან სდევდა კრიტიკა. მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო ის, რომ მუნიციპალიტეტი ქმედუნარიანი ყოფილიყო, ჰქონოდა საკუთარი ბიუჯეტი და ქონება, შესაძლებლობა, რომ ოპერატიულად გადაეწყვიტა მოქალაქის პრობლემები. ამისთვის მძლავრი ინსტიტუტი უნდა შექმნილიყო. ეს არ გახლდათ იოლი, რადგან ტრანსფორმაციის დროს, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ცენტრალურ ხელისუფლებას უჭირს თავისი ბერკეტების დათმობა. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში იყო პოლიტიკური ნება და საქართველოს პრეზიდენტს და მთელ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ერთსულოვანი დამოკიდებულება ჰქონდა აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად. ამიტომ დავიწყეთ რეფორმა და მივიღეთ ის საკანონმდებლო ბაზა, რომელზეც დაფუძნდა შემდეგ თვითმმართველობა”, _ თქვა მაჭავარიანმა.

კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი, ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მაჭავარიანის განცხადებები, რეალობას მოკლებულია:

_ თვითმმართველობის ქვედა დონის (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) გაუქმებისა და თვითმმართველობის ერთადერთ დონედ რაიონის გამოცხადების შედეგი სახეზეა; მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე სახელმწიფო ზეგავლენის გაძლიერება _ ჯერ არაფორმალურად, ხოლო შემდეგ საკანონმდებლო დონეზეც; ადგილობრივ თვითმმართველობებს შეეზღუდათ მთელი რიგი უფლებამოსილებანი და დღეისათვის ისინი, ფაქტობრივად, ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებს ასრულებენ; თვითმმართველობების შემოსულობებში უმთავრეს პუნქტს (88,5%) ცენტრიდან მიღებული თანხები შეადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტები ცენტრის დოტაციებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, საქართველო სერიოზულად ჩამორჩება როგორც ევროპულ დემოკრატიებში, ისე კავკასიის ქვეყნებში არსებულ მაჩვენებლებს.

უფუნქციო თვითმმართველობის გარდაცვალებაზე კარგა ხანია საუბრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელს, ვლადიმერ სიხარულიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში რეალურად თვითმმართველობა აღარ არსებობს:

_ ის ნომინალურადაც ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თვითმმართველობას აკისრია. ფაქტობრივად, უმოქმედოა საკრებულოს ყველა კომისია და გაუგებარია, ეს ხალხი ხელფასს რისთვის იღებს. კომისიები არ ასრულებენ კონტროლის ფუნქციას და არც იციან, ეს როგორ გააკეთონ. საკრებულო, რომელიც წლის მთავარ დოკუმენტს, ბიუჯეტს, ხუთ წუთში იღებს, საკრებულო არ არის. არავინ თქვას, რომ ბიუჯეტი ისე არის მომზადებული და შეთანხმებული, რომ სადავო საკითხი არ აქვთ. სამხარეო ადმინისტრაციას აღებული აქვს მმართველობის ფუნქცია და ადგილობრივი თვითმმართველობა მის მარიონეტად არის ქცეული. ორგანული კანონით თვითმმართველობას არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოების _ პოლიციის, კუდის დაფინანსების უფლებამოსილება. ამაზე ზედამხედველობა ეკისრება სამხარეო ადმინისტრაციას, მაგრამ ის ამ უკანონობაზე თვალს ხუჭავს. პოლიციის შესახებ კანონში შეიტანეს ცვლილება, რომელიც ეხება ადგილობრივი პოლიციის დაფინანსებას, არადა, ადგილობრივი პოლიციის განმარტება არსად არის. როგორ შეიძლება კუდ-ი, სოდ-ი და.შ ადგილობრივი იყოს?! ეს ყველაფერი მოწმობს როგორი “დაჩმორებული” და დამონებულია ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ხალხს და კანონმდებლობას, არამედ ერთი კაცს _ ქვეყნის პრეზიდენტს, _ ამბობს სიხარულიძე.

ჩვენს მიერ გამოკითხული ჩოხატაურელები ვერ იხსენებ ვერც ერთ ბრძანებას ან განკარგულებას, რომელიც ჩოხატაურის საკრებულომ გამოსცა და მათ დაამახსოვრდათ. კითხვაზე, რატომ არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, გვპასუხობენ, რომ ამას აზრი არ აქვს. ჩოხატაურელები დარწმუნებულები არიან, რომ მათი საკრებულოს სხდომაზე დასწრებით ან წინადადებით შესვლით არაფერი შეიცვლება და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, მხოლოდ ცენტრის მითითებით მოქმედებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის “თემი და თვითმმართველობა” თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის პირველი დამახასიათებელი ნიშანი არჩევითობაა:

_ სოფლის დონეზე ვერავის ვირჩევთ, ვერ ვირჩევთ გამგებელს. ერთადერთი არჩევითი რგოლი თვითმმართველობისა, რაც დღევანდელი კანონით გვაქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების არჩევითობაა. მათი “ზედამხედველობა დავალებული” აქვს გუბერნიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონში არ წერია. ფაქტობრივად, ჩვენ მიერ არჩეული დეპუტატები უფუნქციოდ არიან, რადგან მათ “ზედამხედველი” ჰყავთ. თუ გავიხსენებთ არჩევნების წინა პერიოდს, დეპუტატობის კანდიდატებიც კი, სამხარეო ადმინისტრაციაში გადიოდნენ “აკრედიტაციას”. ამ არჩეულ დეპუტატებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ, რადგან დირექტივები “ზემოდან” აქვთ მისაღები. ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო წლების განმავლობაში. სოფლის რწმუნებულების უფლებამოსილებებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. კანონის თანახმად, მათ თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა ევალებათ და მათ გამგებელი ნიშნავს. ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ თვითმმართველობა არ არსებობს, იმ ფუნქციით და მიზნებით, როგორიც ეს ევროპული ქარტიითაა განსაზღვრული და რომელსაც საქართველო კარგა ხანია მიუერთდა. მეორე საფუძვლიანი ნიშანი იმისა, რომ თვითმმართველობა ჩვენთან უფუნქციოა, არის ეკონომიკური დამოკიდებულება ცენტრზე. ადგილობრივი შემოსავლები მუნიციპალური ბიუჯეტის მხოლოდ 1/4-ია. დანარჩენი, მიზნობრივი ტრანსფერია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება იძლევა, რაც მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. თვითმმართველობა პოლიტიკური ნებითაც და ფინანსურადაც დამოკიდებულია ცენტრზე. არადა, ადგილობრივი თვითმმართველობა რომ ძლიერი იყოს, მაგალითად, საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია თავის კანონიერ უფლებას განახორციელებდა და ასობით მოქალაქეს ბახმაროში მიწას დაუკანონებდა. ეს საკმაოდ გახმაურებული თემაა და ყველამ იცის, რომ აღნიშნული კომისია თავის უფლებებს ვერ ახორციელებს არა იმიტომ, რომ ცუდი ხალხია ან არაფერი იციან, არამედ, მარტივი მიზეზით – ზემოდან ამის მითითება არ არის. გავიხსენოთ ხუთ კუბურმეტრიანი სამასალე მორების დარიგება-წართმევის ფაქტი _ ე.წ. პრეზიდენტის საჩუქარი. დოკუმენტებზე, რომლითაც მოჭრის ნებართვები გაიცა, არის სოფლის რწმუნებულის, გამგებლის, გუბერნიის და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლის ხელმოწერა, რაც იმის დასტურია, რომ უკანონოდ არავის არაფერი გაუკეთებია. თუმცა, ადამიანებს მოჭრილი და სახერხზე ჩამოტანილი მორები, რომლის ბილეთის საფასური ბანკში იყო გადახდილი, მაინც წაართვეს და დღემდე არავინ იცის რატომ, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უმრავლესობას ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ სურს. კითხვის, თუ რას ნიშნავს თვითმმართველობა დასმისთანავე, საკრებულოს ფრაქცია “მაჟორიტარების” ხელმძღვანელმა, თემურ ხუხუნაიშვილმა ტელეფონი გაგვითიშა. ანალოგიური კითხვა, “ნაციონალების” კიდევ ერთ წარმომადგენელს, ნინო კუტუბიძესაც დავუსვით:

_ ახლა ვერ დაგელაპარაკებით, საქმე მაქვს და არ ვიცი როდის შევძლებ საუბარს, _ ასეთი იყო კუტუბიძის პასუხი.

ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ზაზა სიხარულიძე ჩვენს შეკითხვას, რას ნიშნავს თვითმმართველობა “კონტრკითხვით” შეხვდა:

_ სხვა კითხვა დამისვით და გიპასუხებთ.

_ ამ კითხვაზე გვიპასუხეთ.

_ თქვენც იცით, რომ მე ვიცი, რა არის თვითმმართველობა…

_ თუ იცით, ჩვენც გვითხარით…

_ სხვა რამე მკითხეთ…

_ ძალიან მარტივ კითხვას გისვამთ ხალხის რჩეულ დეპუტატს: რას ნიშნავს თვითმმართველობა?

_ აი, თქვენც ხომ ამბობთ, რომ ხალხის რჩეული ვარ…

_ ხალხის რჩეულობა ნიშნავს თვითმმართველობას?

_ არა. თქვენც იცით, რომ ვიცი რას ნიშნავს ეგ. სხვა რამე მკითხეთ. ეგ ვიცი, _ ასეთი იყო სიხარულიძის პასუხი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ უნგიაძის განმარტებით, თვითმმართველობის ფუნქცია ბიუჯეტის მიღება და განაწილებაა:

_ ბატონო მიხეილ, რას ნიშნავს თვითმმართველობა?

_ როგორ რას ნიშნავს?!

_ თქვენი შეხედულებით, რა არის თვითმმართველობა, მისი ფუნქცია…

_ თვითმმართველობის ფუნქცია რა არის და, ბიუჯეტი აქვს თავისი, რომელიც უნდა ხარჯოს. თვითმმართველობა თვითონ ამტკიცებს და თვითონ ხარჯავს ბიუჯეტს.

_ ეს არის მხოლოდ თვითმმართველობა?

_ დიახ. სოციალურ სფეროს თვითონ განაგებს და ა.შ. და ა.შ

_ დღეს, ჩვენს მუნიციპალიტეტში თვითმმართველობა არსებობს და დამოუკიდებელია?

_ აქვს რა თქმა უნდა დამოუკიდებლობა.

_ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ჩოხატაურის საკრებულოს “ზემოდან” მიღებული დირექტივების გარეშე შეუძლია?

_ რა თქმა უნდა. მისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია.

_ თუკი შეუძლია, მაგალითად, რატომ არ არეგისტრირებს ლეგალიზაციის კომისია ბახმაროში მიწებს, როცა კანონის თანახმად მას ამის სრული უფლება აქვს? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცენტრი ზღუდავს?

_ არა მგონია ზღუდავდეს. ვინმემ გითხრათ რომ ზღუდავს ან რაიმე დოკუმენტი არსებობს რომ ზღუდავს?

_ რად უნდა ვინმეს თქმა, მართლა ბრმები ხომ არ ვართ?

_ მე არ ვიცნობ მაგნაირ ფაქტებს.

_ ბოლოს რომ გამგებელი აირჩიეთ, საკრებულოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო?

_ კი.

_ როგორც ვიცით, ამის შესახებ თქვენ ერთი დღით ადრე გაგაგებინეს და ცნობილი ამბავია, რომ გამგებლის კანდიდატურა გუბერნიაში შეირჩა…

_ ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. თქვენ რა გაიგეთ მე არ ვიცი, _ გვითხრა უნგიაძემ, რომელიც თურმე, დამოუკიდებელი თვითმმართველობის წარმომადგენელია, რომელიც ბიუჯეტს თავად იღებს, თავადვე განკარგავს და თავადვე ხარჯავს და სოციალურ სფეროსაც თავად განაგებს.

ამდენად, ძვირფასო მკითხველო, როცა მიწებს არ გირეგისტრირებენ, სამასალე მორებს გართმევენ, ადმინისტრაციულ შენობაში არ გიშვებენ, თანაც, იმდენნი არიან, რომ “ფეხად არ ეტევიან”, სოციალურ პროგრამებზე “წუწურაქობენ”, ეს ცენტრის კი არა, ჩვენივე არჩეული ადგილობრვი დეპუტატების ბრალი ყოფილა და გმართებთ, სწორედ მათ მოსთხოვოთ მკაცრად პასუხი!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26 იანვარი, 2026

ვინ უხელმძღვანელებს "ქართული ოცნების" ოფისებს გურიაში

ქობულეთელი პოლიციელები მედიაჯგუფ „აჭარა P.S. “ -ის ჟურნალისტს ხელით შეეხნენ

ყველა სიახლე

სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო