დაოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ევრაზიის დამაკავშირებელი ხიდი.
"აბრეშუმის გზის რეკონსტრუქციას ევროპასა და აზიის კონტინენტების ეკონომიკური ურთიერთობების მჭიდრო დაკავშირებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას ვცდილობთ, რკინიგზის რეკოსტრუქციას ვახდენთ, ვასრულებთ მაგისტრალის მშენებლობას, და ასევე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ცოტა ხნის წინ, სინძიანის პროვინციიდან ევროპაში ყაზახეთისა და საქართველოს გავლით რეისი შესრულდა. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ არის მეტოქეობა ქვეყნებს შორის,"_ განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან ასევე ყურადღება ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც გაამახვილა.
"ჩვენ გვაქვს გეგმა ავაშენოთ ანაკლიის პორტი, გარდა ამისა, ვაპირებთ ,საგადასახადო სისტემის კიდევ უფრო მეტად ლიბერალიზაციას."_ აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავს.