საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" დირექტორატმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – გუნდის მთავარ მწვრთნელად გია (გიალო) ჩხაიძე დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" კლუბის ხელმძღვანელობამ და ქალაქ ოზურგეთის მერმა დაუდასტურა.
ჩხაიძე ბოლო პერიოდში ლანჩხუთის "გურიას" მთავარი მწვრთნელის მოვალოებას ასრულებდა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც.
როგორც გვითხრეს ჩხაიძე გუნდის გადახალისებას აპირებს და შესაძლოა "მერცხალის" რიგებში ახალი სახეებიც ვიხილოთ.
ოზურგეთის საფეხბურთო კლუბს წინ დიდი ბრძოლა ელის, მათ უნდა შეძლონ მეორე წრეში წარმატებების მიღწევა და პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, რაც კლუბის და ქალაქის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელს მიზნად დაუსახა.