"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი გარდაბანში, საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ის 28 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
"28 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ, ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის, რათა თითოეული გარდაბნის მკვიდრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს." – განაცხადა ბესიკ კახაბრიშვილმა.
საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილის თქმით კი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კახაბრიშვილი კანდიდატურას ხსნის, "ქართული ოცნების" იაფფასიანი ტყუილია.
"ოცნებას ამ იაფფასიანი ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია. ბესო კახაბრიშვილი მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არანაირი კანდიდატურის მოხსნაზე საუბარი არაა. "ოცნება" არის გაკოტრებული, ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ცდილობენ ასეთი ინსინუაციებით გადაირჩინონ თავი. ბრზოლა გრძელდება და ის აუცილებლად ჩვენი კანდიდატის, ბესო კახაბრიშვილის გამარჯვებით დასრულდება", _ აცხადებს გაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად განიხილავს გარდაბანში დანიშნულ არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას, რადგან პარტიას მხარდამჭერების შეკრება უჭირს.