1957 წელს გამოშვებულმა ფერარ 335 S SPIDER SCAGLIETI-მ შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების რეკორდი მოხსნას, რაც აუქციონზე გაყიდულა და 34 მილიონ დოლარად გაიყიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძვირადღირებული ავტომობილების გამოფენა-გაყიდვა პარიზში სამიდან შვიდი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
"ეს ავტომობილი ხელოვნების ნიმუში და სიჩქარის დედოფალია,"_განაცხადა Artcurial-ის აუქციონის სახლის გენერალურმა დირექტორმა, მეთიუ ლამურმა.
როგორც ცნობილია, მომდევნო თვეში აუქციონის გამართვამდე, მიმდინარე რეკორდი 1962 წელს გამოშვებულ ფერარს 250 GTO ბერლინეტას ეკუთვნის, რომელიც 2014 წელს კალიფორნიაში გამართულ აუქციონზე 38 მილიონ დოლარად გაიყიდა.