შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული კადირ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ქარელში დააკავეს.
სამართალდამცველებმა კადირ ხ. ქარელში, ყაზბეგის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატი, 4 მჭიდი და 500 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას – 1 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.