ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ ფეხბურთელებს გია ჩხაიძე წარუდგინეს.
''გია ჩხაიძე პროფესიონალი მწვრთნელია. დიდი იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით წარმატებების მიღწევას შეძლებთ.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, კლუბს საჭირო შედეგის მისაღწევად, მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა პირობა შევუქმნათ. ასე გაგრძელდება მომავალშიც. გულშემატკივარი თქვენგან წარმატებულ სეზონს ელოდება და იმედი მაქვს, მათი მოლოდინის გასამართლებლად თავს არ დაზოგავთ და შესაბამის შედეგს მიაღწევთ'' – მიმართა სპორტსმენებს ბეგლარ სიორიძემ.
გია ჩხაიძე ამ დრომდე საფეხბურთო კლუბ ''გურია''-ს მთავარი მწვრთნელი იყო. როგორც თავად აღნიშნავს, ამ ეტაპზე ''მერცხალი'' პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას დაჯერდება, ხოლო შემდეგ სეზონზე უმაღლესი ლიგისთვის იბრძოლებს.
კლუბი მორიგ მატჩს თებერვლის ბოლოს ჩაატარებს და შეხვედრას სტუმრად ცხინვალის ''ლიახვთან" გამართავს.
(R)