საქართველოში ბოლოს კვირეების განმავლობაში ვირუსული ინფექციის შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ 112-ს. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ ეტაპზე, ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავენ.
"ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის
ყველა ამბოლატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე.
როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწარფო სამედიცინო პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები.
24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს."
24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებია:
"საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი"- მის:წინამძღვრიშვილის ქ.57
კლინიკა "მედსი"- მის: ქიაჩელის ქ.N18
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო- მის:ვაჟა-ფშაველას გამზ. N29
კლინიკა "მედკაპიტალი"-მის:გლდანი, ვეკუას ქ.N18-" ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.