https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნინა – ძალადობის მსხვერპლის ისტორია

17:01; 23.01.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ძალადობას საქართველოში, სამწუხაროდ, ძებნა არ სჭირდება, ის მეტ-ნაკლებად ყველა ქალის ისტორიაშია, ყველა აწყდება დისკრიმინაციას, ყველას ჩაგრავენ, ან თვითონ, საზოგადოებისგან თავსმოხვეული სტერეოტიპებით იჩაგრავს თავს. ყველას არ შეუძლია გმირობა, გაბედვა, მსხვერპლის როლიდან გამოსვლა. მთლიანად გარემოა მოძალადე და ამიტომ ქალთა ასპარეზი, მათი უფლებები ისევ შეზღუდულია.

სწორედ ძალადობის მსხვერპლ ქალთა ზეპირ ისტორიებს მოიცავს ახლახანს გამოცემული წიგნი "დუმილი ვერ დაგიცავს".

პუბლიკაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" მიერ, პროექტის "ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

კრებულისთვის ზეპირი ისტორიები 2015 წლის ზაფხულში გურიაში ჩაიწერა. როგორც წიგნის ავტორები ამბობენ, რესპონდენტები არანაირი ნიშნით არ შეურჩევიათ: – ჩავწერეთ ყველა, ვისაც საუბრის სურვილი ჰქონდა, – ამბობენ ისინი.

"გურია ნიუსი" აღნიშნული წიგნიდან ამონარიდს გთავაზობთ:

ნინა

100 წლამდე, ქვრივი, პენსიონერი. მუშაობდა კოლმეურნეობაში მუშად, კრეფდა ჩაის. ჰყავს სხვა სოფელში გათხოვილი ქალიშვილი, ვაჟი რუსეთში დაიკარგა. ცხოვრობს მარტო. მოუხსნეს სოციალური დახმარება, ელოდება, რომ აღუდგენენ.

დევიმტვერი, ღამე მომიწია ადგომა და დევიმტვერი. სინათლე არ მქონდა ანთებული, სინათლეზე არ მეძინება.

დავიბადე 1924-ში. ოთხი შვილი ჰყავდა ჩემს მშობელს, მამაჩემისა და ჩემი ძმის დატიებულია ეს ოჯახი. დედა არ მახსოვს, პაწუა დავრჩით ჩვენ, ოთხნი და დეიდამ გაგვზარდა, საცოდავმა დეიდაჩემმა, აქვე ცხოვრობდა ახლოს. დედაჩემიც აქოურია, ამ კუთხის.

ვმუშაობდი თავდადებული…

რვა წლის ვიყავი, ჩაის რომ მოვკრეფდი. გამომაგდეს ერთი, რეიზა მოწიწვე ჩაიო და გამიშვეს შინ. მერე ჩემმა დეიდამ კაღამ მოკლა ბრიგადირი1, ბაღანა პერანგს იყიდდა, ტრიკოს იყიდდაო. ასე ობლობაში გამოზრდილი ვარ, გაჭირვებაში.

მერე გევიზარდე და შემიყვარა ვინცხა ღლონტმა… არ ჰქონდა სახლ-კარი, არისფერი არ ჰქონდა, თორმეტი სული იყო შით. ერთი ნატეხი მჭადი მომდიოდა მარტო და გამევიქეცი შინ. მერე ჩამეიყვანა [მეუღლე] ჩემმა მამამ – აი, ეპატრონე ამ ოჯახს, გააკეთე, რაცხა ქენიო და გავაკეთეთ რაცხა, ეს ხის სახლი და ვცხოვრობ ძაღლივით…

წყალი არაა და ერთი ბიჭია მეზობლის, ის მიზიდავს წყალს…

და-ძმა ჩემი მოკვდენ. ერთია დარჩენილი. ძმა ჩემზე უმფროსი იყო და დები უმცროსები…

ვმუშაობდი ძაღლივით, უმუშევარი რაფერ გავჩერდებოდი, ახალგაზრდა ვიყავი და შემეძლო. ქვეყანა ჩემი იყო მეგონა, მარა ა, მევიღუნე წელში, ორას კილო ჩას მოვკრეფდი, გაუყოფდი ასე თავს და ჩამევიტანდი, გამოვყვებოდი ასე რიადს. ჩემი სურათი ახლაცაა რაიკომში2, გაზეთშიც ვიყავ, საცხა შეინახა ციცამ გაზეთი…

დამამტვრია მაშინამ, აქედან N-ში3 მისვლამდი, თავი მქონდა გატეხილი, აი, სახე დაჭყიპული, ცხვირი სულ არ მქონდა. ახლა თვალში არ მაქვს სინათლე, მის მერე გავიდა ერთი 30 წელი, ახალგაზრდა ვიყავ მაშინ, დამამტვრია და დამდო. ისიც დავავსე, ციცა, გოგო ჩემი, ახლო სოფელშია გათხოვილი, მოაქვს ჩემთვის საჭმელი ასე, სამ დღეში ერთხელ.

ბიჭი რუსეთში რომ წევიდა ჯარში, მის მერე იქ არის, გარუსდა, გახახოლდა, ახლა მკვდარია თუ ცოცხალი, არ ვიცით. ინტერნეტითაც ვერ ვნახეთ. მე ქი ვარ ასე, ყველას ვეცოდები, ვის რა მოაქვს, ხან ვის, ხან ვის…

ახლა დაშრა მთელი ჭები და წყალი არ არის სოფელში. მოაქვთ საცხაიდან, არ ვიცი საიდან.

მაშინ რომ წამოვედი ქმარიდან, იმიზა წამევედი, რომ მოვკვდი მშიერი. კაცმა დაიძინა და დაყვა თან დაძინებული, 65 წლის იყო მაშინ…

შვილი ორი მყავს, გოგო და ბიჭი. მივმართეთ ყველას, მარა ვერსად ვერ ვნახეთ ბიჭი, მე კი ვარ ასე…

თავდადებული მუშა ვიყავი. ჩემი ხნის ქალი აქ უკვე ალბათ აღარაა. რვა წლიდან ვმუშაობდი ჩაიში. ჩემსავით მუშაობდნებ პაწა ბაღნები მაშინ, მშობლებს მიყვებოდნენ და ეხმარებოდნენ. წელამდი წყალში ვიყავ სულ, ვინ მოგცემდა რამეს, შენით თუ არ გამოიმუშავებდი.

ომი გამოცხადდა 41-ში. არ დატიეს ამ კუთხეში კაციშვილი, არ დატიეს, ყველა კაცი წეიყვანენ ომში და ქალები წევიდნენ ყანაში, მუშა ქალები რომ წევიდოდნენ, მეც მივყობოდი თოხით და ვთოხნიდი საცოდავად. ერთი კალათა სიმინდი მომიწია, მეტი არა, მახსოვს, გაჭირვება იყო და წყალის ქაფიას ვადუღებდით იმ შიმშილობაზე, იმ ომიანობაზე. მახსოვს გაჭირვება, არ იყო არაფერი, ქვეყანაზე არაფერი არ იყო.

სტალინი კაცი იყო კაი, ერთი გაეღვიძა და აი მთავრობა ენახვა ერთი, რა დღეში არიან, თუ რამეს იშოვნიან, თვითონ იყრიან ჯიბეში. გაჭირვებულის ვინაა მომგონი, არც რაიონში და არც საბჭოში.

ათი კლასი დავამთავრე ქოშებით. სად იყო მაშინ ტუფლი, ახლა ხუთასი ყრია. ერთი ჩავლეიშვილი იყო, ის კერავდა, ლამაზად კერავდა, ხის იყო ქვეშ, მაღლიდან ჭინჭი ჰქონდა გადაკრული. კლასთან რომ მივიდოდი, იმ ქოშებს მაშინ ჩევიცმევდი. ნიჭიერი ვიყავ, ობოლი და გაჭირვებული ვიყავ, მარა კარგად ვსწავლობდი, დავამთავრებდი მეც რამეს, ფარმაცევტულს, მარა ვერ გავაგრძელე სწავლა, ობლები მყავდა პაწაი დები და ძმა. მჭადს უცხობდი კეცზე, კეცი იყო მაშინ, გაზი კი არ იყო. მე ვიყავ მაგენის პატრონი. მამა N-ში რკინიგზაში მუშაობდა. დეიდა, ბაბუა, ბებიე ახლოს ცხოვრობდა…

დედაჩემი 1930-ში მოკვდა, ნენა, ექვსი წლის ვიყავ, პაწაი ორი წლის იყო…

დედაჩემი ჭილოფს ქსოვდა და გაყიდდა, არაფერი არ იყო მაშინ. ვაი, დედა ბაღნებს არცერთს არ გვახსოვს, დეიდა გვპატრონობდა…

ჩემი მეზობელი იყო ჩემი ქმარი, რათ უნდოდა გაცნობა, აგერ ცხოვრობდა. მამაჩემი უარობდა, ღარიბი ხარო და არ უნდოდა, მშიერი მომიკვდებაო, მარა მაინც მომიკიდა ზურგზე და წემიყვანა. ასეთი კი არ ვიყავი, ცხენიდან გადმოვაგდებდი კაცს. ბაღნებს აქ ეშინოდათ ჩემი, ვინმე ცუდად არ შეიგინებდა.

მუშა კაცი იყო ჩემი ქმარი, არ იყო ცუდი კაცი. ბევრი იყო – ბევრს ჭამდა, ცოტა იყო – ცოტას ჭამდა. მშრომელი იყო, ძროხა გვყავდა, ღორი, უვლიდა.

ყოლიფერი მახსოვს, მახსოვრობა კი მაქვს, გაჭირვებაც, არქონებაც, ბევრი ფულიც. ვმუშაობდი და მქონდა ფული. უბით სავსე ფული მომქონდა. შევარდნაძე არ გადარჩენილია, მაინც მოკტა, ვიფიქრე, ფული სიბერეში მექნება, შევინახე ვითომდა, შეჭამა შევარდნაძემ იგი. რათ გინდა წიგნაკი, ვინ მოგცემს ფულს. რამდენ კაცს წაართვა ფული… ახლა პენსიაზე ვარ, აი პენსია წამალში არ მყოფნის. გული და სისხლძარღვები მაწუხებს, გულის სატკივარი მაქვს და სისხლი არ მოძრაობს, ჩაქცევები მაქვს, ჩაქცეული მაქვს სისხლი. ამფერი გაჭირვებული ვარ, აჩქებს ვერ ვხმარობ, ვერ დევინახე ვერასფერი, ვერ მევიხმარე, ვბოდიალობ, ხან ვიმტვრევი, ხან ავდგები… რა ვქნა, დედა…

რომ გადმევედით ამ სახლში მე და ჩემი მეუღლე, აქ მარტო ჩემი უმცროსი და ცხოვრობდა, მერე გათხოვდა, მამა N-ში მუშაობდა. ძმა სად იყო, დეიკარგა, წევიდა ომში 18 წლის. სწავლობდა სამტრედიაში, იქნებოდა სადგურის უფროსი, მოხალისედ წევიდა, ჩემი ამხანაგები წავა, მე რა მინდა აქანაო. მამას არ დახვდა სახლში. სასწავლებელში იყო და იქედან წევიდა. ბრძოლობდა სტალინგრადში და მოკლეს იქანა. რამდენი კაცი დეიღუპა სტალინგრადში.

წამიყვანეს იქანა, მევიარე სასაფლაო, ოცი კაცი ერთადაა დამარხული იქანა, მაშინ მევიარეთ ის სასაფლაო, წარწერებია იქ, ჩქარა მოგვარონიეს და წარწერებს ყველას კი ვერ მოკრავ თვალს, სისხლით იყო ვოლგა მორწყული, იმდენი ქართველი იყო იქ დაღუპული. ვიცოდი, რომ სტალინგრადში დეიღუპა, მომწერა, ერთი ბიჭი იყო გვერდით სოფლელი, ის ჰოსპიტალში მოხვდა და მერე ისიც დეიღუპა, ასე მომწერა, რომ გერმანელების ტანკი გადმეიყვანა და მერე დეიღუპაო. ასე დეიკარგა და ის ბიჭიც დეიკარგა მერე.

ეს ერთი ძმა მყავდა და სამი დები ვიყავით. ერთი აქვე ქალაქში იყო გათხოვილი და მეორე გვერდით სოფელში. ის ქია ცოცხალი, ოთხი წლითაა ჩემზე უმცროსი…

მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით კოლექტივში. დედამთილს რა უჭირდა, ერთი წ­ლი ვიყავი მასთან. თორმეტ სულში რა შემხვდებოდა… ამ თორმეტში ჩემი ქმარი მეორე შვილი იყო, დანარჩენი პაწუები. მე რომ გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი და ჩემი ქმარი ერთი წლით უმცროსი, სკოლაში სწავლობდა.

მე ნამეტენი მიყვარდა სწავლა, მარა ვერაფერი ვერ დავამთავრე დარგი.

უმცროსი და მეშვიდე კლასის მერე გეიპარა, გათხოვდა, იგიც ღარიბმა კაცმა წეიყვანა. გოგუაძე იყო, მოკვდა, ახლა კაი ოჯახი აქ, ნამუშიერი… მამა რას ეტყოდა, ხომ არ წაართმევდა, ობლები იყვნენ ისინიც, პაწა მასზე უმფროსი იყო. მალევე დაორსულდა და ოთხი შვილი ჰყავს. მე რას ვეტყოდი, უყვარდათ ერთმანეთი. ვეუბნებოდი, ღარიბია და რას თხოვდები-მეთქი.

კაი ის მახსოვს, რომ ექსკურსიაზე წამიყვანეს, ეს მახსოვს. მევიარე ყველაფერი. აქედან წევედით მცხეთაში, მერე კავკასიით, მიყვარდა ისტორია, დარიალის ხეობაში გევედით. მაღლა რომ ავედით, დროშა იყო დაკიდული, საზღვარი იყო ალბათ. იქ სასტუმროში გავათიეთ ღამე. მერე გავყეით, გავყეით გზას და ჩევედით სტალინგრადში. სამი დღე ვიყავით სტალინგრადში. მერე იქიდან წამევედით ზღვისკენ და სოჩა, გაგრა, მაგენი ყველაფერი გამევიარეთ, მიხაროდა… დავათვალიერეთ. ავტობუსით წამევედით, ოცდაათი კაცი ვიყავით შით. კოლექტივის თავჯდომარემ, როგორც მოწინავე, დამაჯილდოვა. კიდე მაჯილდოებდნენ ხან საკაბეს, ხან კაშნი, ხან ჯემპრი… ეს ომის მერე, ჩაიში ვმუშაობდი, ეხლაც მენატრება ჩაი.

ჩემი გოგო 3-4 დღეში ერთხელ მოდის, მასთან ვერ გადავალ და ვერც ვერსად ვერ გავათევ ღამეს. ჩემს ლოგინს ვერ დავტიებ, სხვა მგონია ეხლა ის.

ჩემი გოგო 17 წლის გამეპარა. კაი ოჯახი აქვს. თუ კი რამე ვიშოვე, მას მივეცი… მაგარი გოგო მყავს. საფერშლო აქვს დამთავრებული, უნდოდა სწავლა, მისი ქმარი შოფერია. ბიჭი და გოგო ჰყავს. ბიჭს ნავთობი აქვს დამთავრებული, მარა არ მუშაობს, ვერ ნახა აქ სამსახური და ბაქოში ვერ წევიდოდა, გოგო თურქეთშია წასული სამუშაოდ… მაგარი ვიყავ და ახლა მევიკუნცხე…

ერთი წელია მომიხსნეს სოციალური. მაცივარი მქონდა განვადებით გამოტანილი. ახლა დავამთავრე გადახდა. უმაცივროდ ვარგა კაცი?! რაცხა წყალს ვდობ, რაცხას ვდობ!. ახლა ციცამ ქალაქიდან მევიყვან კომისიასო. მეორედ უნდა შევიტანო ქაღალდი. რა არის ექვსი თუმანი?! ეგ არის მაგათი დახმარება. გამევიტანე პენსია. იმას უნდა, ამას უნდა. იმდენი თავი წამალი მაქვს აგერ დაყრილი, ამას იმდენი ფული უნდა, ესენი თუ არ დავლიე, გული გამიჩერდება…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

09:44; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

20:28; 8 იანვარი, 2026

სხვისდება თუ არა მიწის ნაკვეთები მახათას მთაზე

საავტომობილი გზებზე შეზღუდვებია

ყველა სიახლე

მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026
Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026
ზაფრანი

ცუდი მოგონებები დაანაკუწე!

10:39; 9.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „სტუმართმოყვარეობა“

10:30; 9.01.2026
სამართალი

“მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”

10:13; 9.01.2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

9:44; 9.01.2026
ზაფრანი

უცნაური საპატარძლო

9:35; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო