როდის აღდგება ლანჩხუთი-ოზურგეთის მიმართულებით ტრანსპორტით გადაადგილება, ამ წუთებში ცნობილი არ არის.
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ლომჯარიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადაადგილებასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები იყო, მაგრამ ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და პრობლემა დროულად მოგვარდება.
"იყო მცირე შეფერხებები. ამ წუთებში , მობილიზებული არის ტექნიკა და ინტენსიურად იწმინდება გზები. ამ წუთებში ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემის გარეშე არის შესაძლებელი" – გვითხრა ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, გურიაში დიდთოვლობის გამო ყველა უწყება საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ყველაფერი კეთდება დროულად მოხდეს გზების გაწმენდითი სამუშაოები.