დიდთოვლობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ერთ ნაწილში შუქი არ არის. "ენერგო პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვის-ცენტრის დირექტორის, გია ნაკაიძის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მისივე თქმით, შუქი არ მიეწოდება ბაილეთის, მაკვანეთის, მერიის, ოზურგეთის და გურიანთის მცხოვრებლებს.
"პრობლემებია ასევე სოფელ ნატანებში, მაგრამ იქ აბონენტების ერთ ნაწილს შუქი მიეწოდება. ყველაფერი კეთდება, რომ ელექტროენერგია ყველა აბონენტს დროულად აღუდგეს." – გვითხა გია ნაკაიძემ.





























































