პორტუგალიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მარჩელო რებელო დე სოუსამ მხარდამჭერთა 52 პროცენტი მოიპოვა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია, რომლის უმრავლესობასაც მემარცხენე პარტიის წევრები შეადგენენ, თუმცა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა კონსესუსის შესახებ გააკეთა განცხადება.
"მინდა მივულოცო პორტუგალიელ ხალხს, რომლის სურვილიც იყო ჩემი პრეზიდენტად არჩევა. ამ არჩევნებში დამარცხებული არ არსებობს,"_ განაცხადა დე სოუსამ.































































