ინტენსიური თოვის გამო ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებს: აკეთს, მამათსა და აცანას ელექტოენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ხარვეზების აღმოსაფხვრელად ადგილზე მუშაობას აგრძელებენ "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები.
გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. კერძოდ, ტექნიკა მუშაობს აკეთში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელ მამათის ცენტრში.































































