დატოვებს თუ არა თანამდებობას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ხვალ, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გახდება ცნობილი.
ფედერაციის ოფისში, ხვალ, 11:00 საათზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთ პუნქტად გამოტანილია საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთელების საკითხი.
23 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე კობიაშვილმა განაცხადა, რომ ცხადაძის გათავისუფლების შესახებ წინადადებას აღმასკომს შესთავაზებს.
ცხადაძე აცხადებს , რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, თუ კონტრაქტს ცალმხრივად არ გაუწყვეტენ.































































