ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილობრივების თქმით ამის მიზეზი გაუწმენდავი გზაა:
_ თითქმის ერთი მეტრი თოვლია და ტრაქტორს არც კი გამოუვლია. აღარ ვიცით ვის მივმართოთ. სოფლის ცენტრალური გზა გაუწმენდავია. შპს "წყალი მარგებლის" მანქანები გზაში არიან გაჩერებული, _ აღნიშნეს ნაბეღლაველებმა "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრისას.
შპს "გზამშენი 18" ის კომპანიაა, რომელსაც საავტომობილი გზების დეპატრამენტის ტენდერი აქვს მოგებული და ჩოხატაური-ბახმაროს ცენტრალური გზა სწორედ მათ უნდა გაწმინდონ. კომპანიის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა ჩვენთან სუბრისას ამბობს, რომ ნაბეღლავის მიმართულებით ტექნიკა ამ წუთებში მუშაობს:
_ გვესმის, რომ პრობლემებია, მაგრამ სტიქიაა და შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ. წუხელ მთლიანად გაიწმინდა ჩოხატაური-ბახმაროს მიმართულება, მაგრამ ინტენსიური თოვის გამო პრობლემები, დილით, ისევ შეიქმნა. ამ წუთებში წასულია ტექნიკა და რამდენიმე საათში გზა სრულად გაიწმინდება, _ აღნიშნა ჩვენთან სუაბრისას ჯახვამ.
































































