ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ამ წუთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "გურია ნიუსს" მგზავრებმა აცნობეს, სოფელ ლეღვასთან ავტომანქანების კოლონა დგას.
შპს "გზამშენი 18"-ის ხელმძღვანელის, თემურ ჯახვას ინფორმაციით, ცენტრალური მაგისტრალი სოფელ ქაქუთამდე სრულად არის გაწმენდილი.
"ჩვენი ვალდებულებაა, ქაქუთამდე გზის გაწმენდა. ეს ვალდებულება შესრულებულია. დანარჩენი ტერიტორია აჭარის კუთვნილებაა და მეც მაქვს ინფორმაცია, რომ იქ გზა გაუწმენდავია.
აჭარის შესაბამისმა სამსახურებმა მე მთხოვეს დახმარება, თუმცა ვერ ვეხმარებით იქედან გამომდინარე, რომ გურიაშიც დიდი თოვლია და ჩვენი ტექნიკა ყველა ცენტრალურ გზაზე მუშაობს", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯახვამ.
"გურია ნიუსს" აჭარის საგზაო სამმართველოში უთხრეს, რომ რეგიონში გზები ინტენსიურად იწმინდება, თუმცა, ძლიერი თოვის გამო შეფერხებები მაინც არის.
მათივე ინფორმაციით, სპეცტექნიკა ყველა ცენტრალურ გზაზე, ქუჩებსა და სოფლებშია გასული.































































