დიდთოვლობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით, 10 სკოლაში მოსწავლეები არ გამოცხადნენ, ოთხ სკოლაში კი სწავლა გათბობის არ არსებობის გამო შეწყდა.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო გათბობა შეუწყდა ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლას, სოფელ წიფნარის, შუაფარცხმის და ხიდისთავის საჯარო სკილებს:
_ რაც შეეხება დანარჩენ 10 სკოლას, მოსწავლეები დიდთოვლობის გამო ვერ მივიდნენ. ძალიან დიდი თოვლია და სასკოლო ტრანსპორტი ვერცერთი მიმართულებით ვერ გავიდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.
































































