5 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა ხალხური რეწვის წრის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენაზე და საგაზაფხულო ღონისძიებაზე მიგვიწვია.
პატარა ოსტატებმა მშვენიერი გამოფენა მოაწყვეს, ხოლო ხალხური რეწვა რომ დავიწყებას არ მიეცეს, სპეციალური წრე შექმნეს. რაც შეეხება ღონისძიებას _ “ქალი დედა და გაზაფხული” _ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა. პატარები დიდი ოსტატობით ასრულებდნენ ცეკვებს, სიმღერებს, მხატვრულად კითხულობდნენ ლექსებს.
_ ეს თბილი და სასიამოვნო დღე შედგა. გახსოვდეთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს დიდი ტრადიციები ჰქონდა და ეს ტრადიციები უნდა გაგრძელდეს, _ უთხრა მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, კორნელი კუკულავამ.