THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, იან მაკკელენი, ვეტერანი ბრიტანელი მსახიობი ამბობს, რომ ჰოლივუდის კინო აკადემიაში რასიზმის გარდა ჰომოფობიაც განხილვის საგანია.
როგორც ცნობილია, აფროამერიკელი მსახიობები ბრაზობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კანის ფერის გამო დაიჩაგრნენ და ოსკარის ნომინაციებში ვერ მოხვდნენ, თუმცა მაკკელენის თქმით, ჰოლივუდში განხილვის თემები ბევრია.
"გეის ოსკარი არასდროს მიუღია, მაშინ როდესაც ტომ ჰენქსმა, ფილიპ სეიმურ ჰოპმენმა და სინ პენმა ოსკარები საუკეთესოდ შესრულებული გეი როლებისთვის მიიღეს. მაინტერესებს ეს ცრურწმენაა თუ შანსი,"_ განაცხადა მან.
როგორც მაკკელენმა აღნიშნა ოსკარის მსახიობების შეფასებების სისტემა უვარგისია.
"თუ ცდილობ, რომ კარიერა გქონდეს, როგორც აფროამერიკელი და ესპანელი მსახიობები ცდილობენ კალიფორნიაში, სადაც თეთრი რასის წარმომადგენლები უკვე უმცირესობაში არიან, ხოლო თქვენს შესაძლებლობებს აფასებს ჟიური, სადაც უმეტესად თეთრკანიანები სხედან, ალბათ, შეფასების კრიტერიუმი არათანაბარია,"_ განაცხადა მაკკელენმა.