მალაიზიაში, სანაპიროზე ცხრა ქალისა და ოთხი მამაკაცის სხეული გამოირიყა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციელების თქმით, დაღუპულები არალეგალი მიგრანტები ან ინდონეზიელი მუშები არიან.
როგორც ცნობილია, გამორიყული 13 ადამიანიდან ერთ-ერთს ინდონეზიის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღმოაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გემზე შესაძლებელია 35-მდე მგზავრი ყოფილიყო, რის გამოც მაშველები დაკარგულებს ეძებენ.