პარიზში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ასობით ტაქსის მძღოლი აეროპორტის ტრასისა და დასავლეთ პარიზის კვეთაზე დადგა, რის გამოც სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ხოლო 20-მდე მძღოლი დააპატიმრეს.
როგორც ცნობილია, მძღოლები აპროტესტებენ, რომ მათ არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ იმ ტაქსებს, რომლებიც მისამართს სპეციალური პროგრამის მეშვეობით პოულობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროსთან გამართავენ აქციას.