გურიაში დიდთოვლობას ებრძვიან. ამ დროისთვის მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
გურიაში იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.