გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ჩოხატაურს გაზმომარაგება რამდენიმე საათში აღუდგება.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.
"გურიის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ყინვების გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიის საავარიო ბრიგადა. სავარაუდოდ, გაზმომარაგება აღდგება უახლოეს საათებში", _ აღნიშნავენ კომპანიაში.