საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, კრისტიან ტობირა გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის გადადგომის მიზეზი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ტერორიზმში ბრალდებულებისთვის ორმაგი მოქალაქეობის გაუქმების შესახებ გახდა.
ტობირას განაცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დისკრიმინაციას ნიშნავს.
როგორც ცნობილია, პარლამენტში პრეზიდენტის ინიციატივას თებერვლის დასაწყისში განიხლავენ.