ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამ დროისთვის პრობლემები არ აქვს. ამის შესახებ "გურია ნიუსს" სოფელ გოგინიძეების წარმომადგენელმა საკრებულოში, ასლან მახარაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, თოვლის საფარი ქედის სოფლებში, დაახლოებით, 30-40 სანტიმეტრია.
"ჯერჯერობით თოვლის გამო პრობლემები არ შეგვქმნია. გზები გაწმენდილია, მაგრამ თოვლის საფარიც არ იყო დიდი, 40 სანტიმეტრამდეა. მოსახლეობა გადაადგილებას თავისუფლად ახერხებს. დღეს -6 გრადუსამდე ყინვაა. ბათუმთან შედარებით, ჩვენთან უკეთესი ამინდია", _ გვითხრა მახარაძემ.
შეგახსენებთ რომ, "გურია ნიუსის" ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი – 557 10 02 41!
ყველა მოქალაქეს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ!