(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც ლანჩხუთის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვაცნობეს, 16-18 დეკემბერს პოლონეთს ვიზიტით ეწვია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გურიის რწმუნებულ-გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხისმგებელ პირები. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პროექტის _ “საქართველოს საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რეგიონული განვითარების პროგრამების მართვისა და მონიტორინგის კუთხით საქართველოში” შეფასებაში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა პოლონეთის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან, შეხვედრების დროს მოხდა საქართველოსა და პოლონეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული ორმხრივ თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და მომავალი თანამშრომლობის გეგმების განხილვა.
გიორგი გოგუაძე შეხვდა პოლონეთში მცხოვრებ ლანჩხუთელს, ჩიბათელ მხატვარს დავით პატარაიას, რომელიც უკვე 18 წელია ვარშავაში ცხოვრობს და მუშაობს. მას უკვე ჰქონდა ნახატების რამდენიმე პერსონალური გამოფენა, 2011 წლის გაზაფხულზე კი საფრანგეთში გეგმავს გამოფენას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved