უკრაინა 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამეორებას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციას SPUTNIK ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული განცხადება სამხედრო ექსპერტმა, ალექსანდრე პერენდჟიევმა გააკეთა.
სამხედრო ექსპერტის ცნობით, უკრაინაში 2008 წლის სცენარის გამეორებას სააკაშვილი ცდილობს.
"სააკაშვილის ფოტოები უკრაინელი სამხედროების ფონზე ნიშნავს, რომ ის ისევე ემზადება სამხედრო ოპერაციისთვის, როგორც 2008 წელს ქართული ჯარების შეტევა მოამზადა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, როდესაც საქართველოს მთავარსარდალი იყო,“_ განაცხადა პერენდჟიევმა.
მისივე განცხადებით, უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უარესდება და ამიტომ ყურადღების გადატანას რუსეთიდან მომავალი საფრთხესკენ ცდილობენ.
"უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უარესდება და არის მცდელობა რომ ხალხის ყურადღება დონბასისკენ მიმართონ, როგორც რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისკენ, რაც პროვოკაციაა,“_განაცხადა მან.