დონეცკში დაუდგენელმა პირებმა ლენინის ძეგლის აფეთქება სცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას UKRAINE TODAY ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად ძეგლი არ დაინგრა, მაგრამ კვრაცხლბეკი დაზიანდა.
როგორც ცნობილია, ლენინის ძეგლზე ეს პირველი თავდასხმა არ არის და ადრე დაუდგენელმა პირებმა ძეგლი უკრაინის დროშის ფერებში, წითლად და ყვითლად შეღებეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2015 წლის 21 მაისს ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმის სიმბოლოები და პროპაგანდა იკრძალება.