რობი უილიამსის "რანჩო ნაპა" ველი 18,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას FORBES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რანჩო ალფრედ და მელანი ტესერონებმა შეიძინეს, რომლებსაც საფრანგეთში ღვინის ქარხანა აქვთ.
ტესერონების განცხადებით, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ რანჩოს შესასყიდად.
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით რანჩოს მსოფლიო კლასის ღვინის საწარმოებლად,"_ განაცხადეს მათ.
როგორც ცნობილია, "ნაპა ველის" რანჩოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 2012 წელს გავრცელდა და მისი ფასი 35 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2014 წლის აპრილში კი, რანჩოს ღირებულება 29, 9 მილიონი დოლარი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, უილიამსმა 2014 წლის აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც რანჩოს ღირებულება კიდე უფრო დაეცა და 22, 9 მილიონი დოლარი შეადგინა.