ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" სოფლის მკვიდრმა აცნობა.
მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ "გურია ნიუსის" პუბლიკაციაზე რეაგირება მოახდინა და პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
"უკვე შუქიც მოვიდა და გზაც გაწმინდეს", _ აცნობეს "გურია ნიუსს" თხინვალიდან.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსის" ცხელ ხაზზე მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეძლო დაერეკა და თავიანთი პრობლემების შესახებ ეთქვა.