https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მედიაცია _ კეთილი ნების შუამავლებისა და პროფესიონალი მომრიგებლების ინსტიტუტი

13:04; 9.04.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მედიაცია სახალხო ენაზე

იმ პატარა ქალაქში, სადაც ბავშვობა გავატარე, დიანა დეიდას მთელი დუნია იცნობს. მასავით ჩქარი სიარული და ხმამაღალი ლაპარაკი არასდროს არავის შეეძლო. მისი პროფესიული თვისება გახლდათ ეს. პროფესია კი მეტად საპასუხისმგებლო და უნიკალური ჰქონდა _ საოჯახო, სამეზობლო, საუბნო, საქორწილო, საქელეხო, სრულიად საქალაქო და ქალაქს საზღვრებს გაცდენილი დავების მოგვარება. ეს არასრული სია გახლავთ იმ ჩამონათვალისა, რაც დიანა დეიდას სამომრიგებლო-საშუამავლო ფუნქციებში შედიოდა.

მის მიერ “განხილული” ქეისები უნიკალური იყო თავისი შედეგით. მაგალითად, საოჯახო დავების მოგვარებისას, დიანა დეიდა ისე ახერხებდა, რომ კმაყოფილი იყო არა ორივე, არამედ სამივე მხარე _ ცოლი, ქმარი და ქმრის საყვარელიც კი.

ქალბატონი მერის და ქალბატონი ვერას ტიპის სამეზობლო დავების შემთხვევაში, რომელიც ძირითადად ცენტრალური ჭიშკრით სარგებლობის უფლებას გულისხმობდა, დიანა დეიდას მთავარი კოზირი წინაპრებისა და მათი ურთიერთობის შეხსენება იყო, _ “მერი დეიდა, რა იყო, ვერ ეტევით ამხელა ჭიშკარში ინდაურის წონა ქალები? ამას ახლა ცხონებული დედაშენი რომ უყურებდეს, გადატრიალდებოდა საფლავში…” იგივე ტექსტს, ოღონდ სხვაგვარი ინტერპრეტაციით ეუბნებოდა ვერასაც.

რაც შეეხება ქორწილებს, ქელეხებსა და ამ სახის ღონისძიებებს, დიანა დეიდას დიდი სია ჰქონდა შედგენილი, რომელ დღეს სად იყო მისასვლელი. მისი დანიშნულების ადგილზე ყოფნა ავტომატურად გულისხმობდა მოსალოდნელი დანაშაულის (სიძე-პატარძლის, მთვრალი სტუმრების და დაღლილი მასპინძლების ჩხუბის, კამათის ან კინკლაობის) პრევენციას. თუმცა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, მოჩხუბარ კაცებს შორის ჩამხტარიც არაერთხელ უნახავთ.

შიგადაშიგ, როცა დიდი საქმეები არ ჰქონდა განსახილველი, მაჭანკლობა უყვარდა და დიანა დეიდას სახელობის არაერთი ოჯახი არსებობს, რითაც ის განსაკუთრებულად ამაყობს.

მაგრამ მისი ყველაზე დიდი “ქეისი”, რამაც საყოველთაო აღიარება მოუტანა, “რუსი ტოლიკას და პატარა თამარას” საქმის სახელითაა ცნობილი.

არავინ იცის, რა ითქვა იმ “დახურულ სხდომაზე, “რომელსაც მხოლოდ დიანა დეიდა, ტოლიკა და პატარა თამარა ესწრებოდნენ, მაგრამ შედეგი გამაოგნებელი იყო. პატარა თამარამ მისი კარის მეზობელ ტოლიკას აპატია უმძიმესი დანაშაული _ ჯანმრთელობის დაზიანება მძიმე ხარისხით და გამოუსწორებელი შედეგით. არც მეტი არც ნაკლები, თვალის ჩინის დაკარგვაზე იყო საუბარი, რომელიც ტოლიკამ გადაჭარბებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

ვინ არის დიანა დეიდა პროფესიით, დღესაც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მოლაპარაკებების წარმოების უბადლო და არაერთგვაროვან ტექნიკას ფლობდა.

როდესაც საქართველოში სასამართლო მედიაციის ინსტიტუტის შემოღების შესახებ ამბავი გავიგე, რომელიც საოჯახო, სამემკვიდრეო და სამეზობლო დავებზე გავრცელდება, პირველი, რაც გამახსენდა, დიანა დეიდას “ქეისები” გახლდათ.

და მივხვდი, რომ ჩემი კარის მეზობელი, წარმოშობით გურული და ქობულეთში გამოთხოვილი დიანა დეიდა ერთ-ერთი საუკეთესო მედიატორი გახლდათ…

მედიაცია სამართლებრივ ენაზე _ სასამართლოდან გატანილი საქმეები მხარეთა კმაყოფილების ხარჯზე

“მედიაცია” (Mediation) ინგლისურიდან თარგმანში “შუამავლობას” ნიშნავს.

მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება _ მოლაპარაკების წარმოების ტექნიკა, როდესაც დამოუკიდებელი მედიატორი ცდილობს მოდავე მხარეთა პოზიციების დაახლოებას; მათ დახმარებას, თავად მივიდნენ არსებული უთანხმოების რაციონალურ და ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტამდე.

მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, ნებაყოფლობითი პროცესია, როდესაც მესამე, ნეიტრალური მხარე _ მედიატორი, ხელს უწყობს დაპირისპირებულ მხარეებს დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.

თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოში შეიქმნა მედიაციის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში სავალდებულო მედიაციის ინსტიტუტი კანონით გავრცელდება საოჯახო, სამემკვიდრეო და სამეზობლო დავებზე. ეს იმ კატეგორიის დავებია, რომლებშიც, როგორც წესი, ყველაზე დიდია დავის მორიგებით დასრულების ალბათობა. ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, მედიაციას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი სხვა სამოქალაქო დავა”.

სასამართლო მედიაციას ეფექტურად გამოიყენებენ ევროპის ქვეყნებში და სასამართლო დარბაზებს მიღმა მოგვარებული საქმეების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

მაგალითად, გერმანიაში მედიაციის სამი ფორმაა: არასასამართლო (კერძო) მედიაცია, შიდა სასამართლო მედიაცია და სასამართლოსთან არსებული მედიაცია.

არასასამართლო (კერძო) მედიაციას, არანაირი შეხება არ აქვს სასამართლოსთან. ამ შემთხვევაში, მხარეები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სამართლებრივი პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ, დავის სასამართლოში განხილვის სანაცვლოდ, მიდიან მიუკერძოებელ მესამე პირთან, რომელიც მათ ეხმარება დავის მორიგებით დასრულებაში.

ავსტრიაში გარკვეულ საქმეებზე, მაგალითად, სამეზობლო დავებზე არის სავალდებულო მედიაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები სასამართლოსთვის მიმართვამდე ვალდებულები არიან, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზას მიმართონ, მათ შორის მედიაციას. შვეიცარიაში, გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, სავალდებულო არის თავდაპირველად მომრიგებელი მოსამართლისთვის მიმართვა ან ალტერნატივის სახით მედიაციის გამოიყენება.

რაც შეეხება საქართველოს, სამოქალაქო პროცესში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო მედიაცია შემოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს რომც არ ჰქონდეთ მედიაციაზე წასვლის სურვილი, მოსამართლეს შეუძლია გადაწყვიტოს და კონკრეტული საქმეები, როგორიცაა: საოჯახო, მემკვიდრეობითი და სამეზობლო დავები გადააგზავნოს სავალდებულო მედიაციაზე.

დღესდღეობით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში საქართველოში მედიაცია გახორციელდება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპილოტე პროგრამის დანერგვაში, სასამართლოსთან ერთად, აქტიურადაა ჩართული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

რა გახდა ამ ინსტიტუტის შემოღებისა და სამოქალაო პროცესში ცვლილებების შეტანის მიზეზი?

შალვა პაპუაშვილი, GIZ -ის სამართლის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი: “მედიაციის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ სამოქალაქო საქმეების მზარდი სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესული სამოქალაქო სარჩელების რაოდენობამ 2011 წელს 2009 წელთან შედარებით 65% მოიმატა. აბსოლუტურ ციფრებში _ 22612-დან 33546-მდე. აქედან თითქმის ნახევარი თბილისის საქალაქო სასამართლოზე მოდის. ამის გათვალისწინებით, საპილოტე პროგრამა პირველად სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში გახორციელდება. სასამართლო სისტემის გადმოსახედიდან ამას ის უპირატესობა აქვს, რომ მოხდება სასამართლოს განტვირთვა ამგვარი ტიპის საქმეებისგან. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სასამართლო თავიდან იშორებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მას მიმართავენ. უბრალოდ, ხდება დავის უფრო მარტივად, უფრო სწრაფად და ამავე დროს უფრო შედეგიანად მოგვარება”.

მარტივად, სწრაფად, შედეგიანად და იაფად _ მაქსიმალური კმაყოფილება მინიმალური დანახარჯით

ქართველებს სიტყვა “ვალდებულება” არ გვიყვარს და რადგან საქმე სავალდებულო მედიაციას ეხება, არავინ იცის, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. მედიაციის შესახებ რაიმე სახის საზოგადოებრივი კვლევა, ჯერჯერობით, არ ჩატარებულა.

“გურია ნიუსის” გამოკითხვების მიხედვით, ამ ახალი ინსტიტუტის შესახებ მოქალაქეებს ბევრი არაფერი სმენიათ. თუმცა, ჩვენ მიერ გაკეთებული განმარტებების შემდეგ ამბობენ, _ “წესით, ცუდი არ უნდა იყოსო…”

GIZ -ის სამართლის პროგრამის ჯგუფის ასისტენტის, ნონა გელაშვილის თქმით, “საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სავალდებულო მედიაციის დროს ნებაყოფლობითზე ნაკლებეფექტური შედეგი არ დგება.”

ქართული სასამართლო სისტემაც დადებითი ეფექტის მოლოდინშია.

თამარ ზამბახიძე: “ზუსტი პროგნოზირება ცოტა რთულია, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ამ ინსტიტუტის დანერგვა იქნება წარმატებული, დიდია. ამ იმედს ამყარებს ის გარემოება, რომ მედიაცია დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, მედიაციის დროს მთავარი მხარეთა ნებაა და შესაბამისად, უარყოფითი ფაქტორებიც თითქმის არ არის.”

რა არის მედიაციის დადებითი ფაქტორები და რატომ უნდა დავთანხმდეთ ასეთ შემოთავაზებას?

ყველაზე მომხიბვლელი წინადადება საქმის კონფიდენციალურობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მეზობლის ან ცოლ-ქმრის ჩხუბი არ გახდება უბნის ბირჟაზე საჭორაო თემა და რაც მთავარია, თავიდან მოცილებულები გეყოლებით ჩვენ, “აბეზარი ჟურნალისტები”. გარდა ამისა, “თქვენი ენა არ იქნება თქვენი მტერი”.

ერთი სიტყვით, მედიაციის პროცესი დახურულია. მხარეებს შეუძლიათ მშვიდად ისაუბრონ პროცესის მიმდინარეობისას, ვინაიდან მედიაციის განმავლობაში მოპოვებული ყველა ინფორმაცია დარჩება საიდუმლოდ და მისი გამოყენების უფლება მხარეებს არ ექნებათ საქმის სასამართლო წესით განხილვის შემთხვევაშიც კი.

მეორე დადებითი ეფექტი არის ნაკლები ხარჯები.

შალვა პაპუაშვილი: “მხარეებს პროცესის ნებისმიერ დროს შეუძლიათ განაცხადონ მედიაციაზე წასვლის თანხმობა. მედიაციაზე, სასამართლო ბაჟისგან განსხვავებით, დავის ღირებულების სამი პროცენტის ნაცვლად, იხდიან ერთ პროცენტს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ბაჟის თანხა გადახდილი აქვს, მედიაციით დავის დასრულების შემთხვევაში, ბაჟის სახით გადახდილი თანხის 70% უკან დაუბრუნდება.”

არის კიდევ 3 ფაქტორი, რაც მედიაციის საპილოტე პროგრამის ინიციატორებს ოპტიმისტური განწყობის საფუძველს აძლევს.

ხანგრძლივობა _ მედიაცია შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე საათი ან დღე, საქმის სირთულიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესები გრძელდება თვეობით, ზოგჯერ კი წლობით.

კონტროლი _ მხარეები თავად აკონტროლებენ მედიაციის პროცესს და შედეგამდეც თავად მიდიან ეტაპობრივად, მედიატორის დახმარებით.

არაფორმალური გარემო _ მხარეეები უფრო გახსნილები არიან ერთმანეთის მიმართ და საშუალება ეძლევათ ერთად გააანალიზონ დავის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.

ნონა გელაშვილი: “ეს ყველაფერი უცხოეთში კეთდება მხარეთა კმაყოფილებისთვის. იგივე პრინციპით მოხდება ამ პროცესის გახორციელება საქართველოშიც. ძალიან ხშირად საოჯახო, მემკვიდრეობითი და სამეზობლო დავები რეალურად ისეთ საფუძველზეა წარმოშობილი, რაც სულ არ არის სასამართლო განსჯის საგანი. პრობლემა სულ სხვა რამეშია ხოლმე, რასაც საფუძვლად პიროვნული კონფლიქტები უდევს. ამიტომ, ადამიანებს შორის საუბარი და პოზიციებზე შეჯერება, პირველ რიგში, თვითონ მხარეებისთვისაა დადებითი ფაქტორი.”

მედიატორი _ ყველაზე ლიბერალური, უასაკო და კეთილშობილური პროფესია

როგორც ჩვენი სტატიის ექსპერტები ამბობენ, ყველაფერი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მხარეთა კმაყოფილებისთვის კეთდება.

მხარეების კმაყოფილების ხარისხი კი, მთლიანად კეთილ შუამავლებზე ანუ მედიატორებზეა დამოკიდებული.

ვინ შეიძლება იყოს მედიატორი?

ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა მოწესრიგებული. გერმანიაში ამ საკითხზე, ჯერ-ჯერობით, მკაცრი რეგულაციები არ არის, თუმცა არსებობს მედიატორთა პროფესიული გაერთიანებები, რომლებიც წევრის სტატუსის მიღებისთვის სხვადასხვა წინაპირობას აყენებენ, როგორიცაა ასაკი, განათლება, მედიაციის მეთოდებზე სულ მცირე 200 სასემინარო საათის დაგროვება. ამასთან, ეს გაერთიანებები საკუთარი წევრებისთვის აწესებენ გარკვეულ სტანდარტებს ეთიკის კოდექსების სახით, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს მედიატორი.

მკაცრი რეგულაციები არც საქართველოშია გაწერილი. მაგალითად, ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული მედიატორის ასაკი, განათლების ხარისხი და რაიმე სახის აკრძალვა არც ნასამართლევ პირებზეა დაწესებული. ჯერ არ არის გადაწყვეტილი მედიაციაზე გასატანი საქმისა და მედიატორის შერჩევის პრინციპი.

მთავარია, ადამიანი იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი და კარგად ფლობდეს ურთიერთობის ხელოვნებას.

ნონა გელაშვილი: “პროცესში შევიდა ძალიან ზოგადი ცვლილებები და სწორედ ახლა, საპილოტე პროგრამის ფარგლებში უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. შესაძლოა, საქმე გადაეცეთ აკრედიტირებულ მედიატორებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სპეციალური კურსები და თავად მხარეები ამოარჩევენ იქედან მედიატორს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შეიძლება, მოსამართლემ შესთავაზოს მედიატორი. ეს სისტემა ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ შექმნილიყო მედიატორთა კავშირი, რომელიც წარმოადგენდა სიას, ან არასამთავრობოებს შეექმნათ მსგავსი ტიპის სამსახური. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მედიატორი იყოს სერთიფიცირებული, რომელიც თავისი უნარ-ჩვევებით გამოდგება მხარეებთან საურთიერთობოდ. პირველ ეტაპზე, არ არის ჩამოყალიბებული, როგორ მოხდება ამ ხალხის შერჩევა. საპილოტე ფარგლებში მოხდება, სავარაუდოდ, 10 ადამიანის შერჩევა და მათი გადამზადება. ისინი იმ პროფესიულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რაც წარმატებული მედიაციისთვისაა საჭირო. მათი გადამზადება მოხდება უცხოელი კოლეგების მიერ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საპილოტე ფარგლებში მედიატორები იქნებიან ქართველები, მაგრამ მათ მენტორებად ეყოლებათ უცხოელები, რომლებიც დააკვირდებიან ამ პროცესს. ალბათ, ამ ყველაფრის შემდეგ გამოჩნდება, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს სისტემა.”

მედიაციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმასაც, რომ სამართლებრივი კონფლიქტის მოგვარებასთან ერთად, იზრდება პიროვნული კონფლიქტის მოგვარების შანსიც. სხვა ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, მედიაციით გადაწყვეტილი დავების 90% უკვე აღარ საჩივრდება.

P.S. დიანა დეიდას სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. მის მიერ გადაწყვეტილი დავების 100% აღარ გასაჩივრებულა. ის დღესაც წარმატებით აგრძელებს თავის მომრიგებელ-საშუამავლო-სამაჭანკლო საქმიანობას და ზუსტად ისევე ეფექტურად, როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში და რადგანაც კანონი არანაირ ასაკობრივ შეზღუდვას არ აწესებს, მას დიდი შანსი აქვს, მედიატორების შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარ თავზე აღებული ეს კეთილშობილური მისია დაიკანონოს როგორც ოფიციალური პროფესია, პროფესია _ მედიატორი!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29 იანვარი, 2026

ასე ცხოვრობენ ნასაკირალში _ ფოტორეპორტაჟი

პასქა _ 2013

ყველა სიახლე

პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

10:12; 30.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

10:09; 30.01.2026
Bride and Bridegroom at Wedding
ზაფრანი

ვინ ქორწინდება ყველაზე გვიან

10:07; 30.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ამბიციური პიროვნებები

10:05; 30.01.2026
ზაფრანი

ვის ეძნელებათ თქვან: „მიყვარხარ“

10:03; 30.01.2026
ზაფრანი

ვის აქვთ სამსახიობო ნიჭი

10:01; 30.01.2026
საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო