ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა პროვოკაციების მოწყობით გადაწყვიტა. ნათია შარაშენიძეს არ ჩამორჩა და ამჯერად, როგორც ჩანს, ყურადღების მიღმა თავი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გოჩა ძიმისტარაშვილმა იგრძნო, თუმცა მისი ფანტაზია უჩვეულოდ შორს წავიდა.
ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით ჩადენილი პროვოკაციები უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ამ დრომდე ვცდილობდი მათ უსაფუძვლო განცხადებებზე კომენტარი ყოველთვის გამეკეთებინა, რათა საზოგადოებას სცოდნოდა სად იყო სიმართლე. თუმცა მათი ცილისმწამებლური, სიცრუით სავსე ქმედებებისთვის თვალის დევნება საზოგადოებას დიდი ხანია უხდება და ჩვენი თანაქალაქელები უკვე ნათლად ხედავენ, სად არის სიმართლე და სად ტყუილი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არცერთმა ინსტანციამ დრო არ უნდა დაკარგოს მსგავს არასერიოზულ გამოხდომებზე. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია კი, თავის მხრივ, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მისი სრულიად არასერიოზული შინაარსიდან გამომდინარე, დროის დაკარგვას არ აპირებს. და ბოლოს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი საქმიანობის სრული დრო მოქალაქეებსა და მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვას უნდა მოხმარდეს და არა გოჩა ძიმისტარაშვილს.
(R)