ინგოროყვა, ჭეიშვილი, ბაქია, წერეთელი, ელიავა, ფიფია, ჩასემი – ეს იმ ფეხბურთელთა გვარებია, რომელიც საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" ახალ შემადგენლობაში ითამაშებენ.
"მერცხალის" მთავარმა მწვრთნელმა, გია ჩხაიძემ "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ამ დღეებში ასევე გაირკვევა, ვინ იქნება მეკარე.
"მიმდინარეობს რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება და ამ დღეებში გაირკვევა მეკარის ვინაობა" – გვითხრა გია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მოწვეულთან ერთად, ადგილობრივი ფეხბურთელებიც ითამაშებენ.
"მე პირადად არავინ არ გამიშვია, ვინც დამხვდა, ისინი აუცილებლად გააგრძელებენ "მერცხალში" თამაშს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ" – თქვა ჩვენთან საუბრის დროს გია ჩხაიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "მერცხალის" მწვრთნელად გოჩა გუჯაბიძე დაინიშნა. როგორც მთავარი მწვრთნელი, ისიც ლანჩხუთის “გურიიდან“ არის.