საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
დუისში საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის და ამერიკის ელჩებთან – იან კელისთან და იანოშ ჰერმანთან ერთად ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან სახელმწიფო დროშის დღეს დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობდნენ და განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღო მათი მოწვევა და პანკისის ხეობას ესტუმრა
გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი მცხოვრები თამარ თურქოშვილი წიგნის ფონდის გადარჩენისა და ახალგაზრდა თაობის განათლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა და მოქალაქეობრივი ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.
პანკისის მოსახლეობამ პრეზიდენტთან და ელჩებთან ხეობაში არსებულ სოციალურ პრობლებეზე გაამახვილეს ყურადღება და არსებული პრობლემებიდან ძირითად პრობლემებად დასაქმების, მოქალაქეობის მინიჭებისა და გაზიფიკაციის საკითხები დაასახელეს.
"დღეს ჩვენ შევხვდით პანკისის მოსახლეობას. აქ პრობლემები იგივეა, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში. გადასაწყვეტია ინფრასტრუქტურული საკითხები, გაზიფიკაციის საკითხი, არის საჭიროება, რომ დავასაქმოთ მოსახლეობა.
დღეს ჩემთან ერთად არიან ამერიკის და ევრიკავშირის ელჩები და ჩვენ ერთად ვნახეთ, რომ ხეობაში სიმშვიდეა, სირთულე არ არის და როგორც აქ მაცხოვრებლები აცხადებენ, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, კრიმინოგენული ვითარება უკეთესია და კრიმინალი თითქმის საერთოდ არ არის",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.